სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.

    სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. ასევე მელიტონ ქანთარიასა და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადენლობის ორგანიზებითა და შ.პ.ს „ევრობილდის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.   

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცათ

 

სამეგრელო ზემო ვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა, ზუგდიდში, შარტავას ქუჩაზე და დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში ეტლით მოსარგებლე 3 ბენეფიციარს ახალი ეტლი გადასცეს. ახალი ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,“ LDS ,,CHARITY’’-სა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით მოხდა. ეტლების გადაცემა გაგრძელდება ეტაპობრივად.

 

ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას შეხვდა.
შეხვედრაზე ქალაქის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი სოციალური პროგრამები განიხილეს. აგრეთვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას შორის თანამშორომლობის გაგრძელებაზე შეთახმდნენ.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ჯაიანი – კაცი , რომელიც დააკლდა აფხაზეთს….


სოხუმი გვახსენდება იმ ქალაქად , სადაც იყო განსაკუთრებული ურთიერთობები, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებოდნენ და სადაც ყველა ყველას ახლობელ – ნაცნობი იყო. თითოეულ ჩვენთაგანს კარგად გვახსოვს თუ როგორ უნდა დაგვეცვა ქალაქის წესები , თუ როგორ უნდა გვეცა პატივი დაწერილი თუ დაუწერელი კანონებისთვის. ბატონი დიმა იყო ის ადამიანი , რომელიც გახლდათ ამ ქალაქის , ამ კუთხის კოლორიტი . ქარიზმატული პიროვნება , ეროვნული ღირსებებით, თეატრში განსაკუთრებული და სახასიათო როლებით. არც ერთი პოლიტიკურ კატაკლიზმას არ ჩაუვლია მისი აქტივობის გარეშე იქ -აფხაზეთში და აქ – დევნილობაში. ამიტომ გვინდა განასკუთრებული პატივისცემა დავაფიქსიროთ მისი პიროვნების და განვლილი გზის მიმართ, მივუსამძიმროთ ოჯახს, მშობლიურ სენაკს, აფხაზეთს და სრულიად საქართველოს. ბატონი დიმა კი იქიდანაც ალბათ ასე გამოგვეხმაურება … ნუ დამიტირებთ ზეცის გოდებით . ცრემლები უკვე თავის კვალს კარგავს. ჩემი უდროოდ გარდაცვალება, ამ ქვეყნად უკვდავ ფერებად მქარგავს.

ზუგდიდში სახალხო დამცველის ოფისში პროექტის პრეზენტაცია შედგა.


ზუგდიდში, სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია ,სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, არასამთავრობო სექტორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

2018 წლიდან ზუგდიდში წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ახალი პროექტი ამუშავდება. ასოციაცია „ქსენონი“ აფართოვებს სამიზნე ჯგუფს და გაეროს ფინანსური მხარდაჭერით წამების მსხვერპლებს გაუწევს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას. პროექტის დეტალების შესახებ ასოციაციის თანამშრომლებმა ინფორმაცია მიაწოდეს მოწვეულ სტუმრებს. „ქსენონის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანაშიას განცხადებით, სწორედ მათი დახმარებით და მათთან თანამშრომლობით გაეწევა ბენეფიციარებს დახმარება

:- ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი, ვინაიდან ძალიან ხშირია მომართვიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარებისგან. პრობლემის ინდენთიფირების შემდეგ ჩვენ ვახდენთ გადამისამართებას შესაბამის სექტორებში. არაღიარებულ ტერიტორიაზე ურთულესია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მოქალაქეებში არ არის უსაფრთხოების განცდა და შესაბამისად აუცილებელია მათი დახმარება. დიდი მადლობა თქვენ ანალოგიურ პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობისთვის – განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

ქობულეთში დევნილი მოზარდების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდა

 სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დევნილი მოზარდები და მათი მშობლები გააცილა. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა ქალაქ ქობულეთში 1-3 დეკემბერს. :- ორგანიზაცია „ გლოუ საქართველო“ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ დედების და ქალიშვილების კონფერენცია“, რომელიც გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 13 -16 წლის ასაკის გოგონებისთვის და მათი დედებისთვის. ჩვენი უწყების მიერ მოძიებულ იქნა მონაწილეები და ვუზრუნველყავით მათი დასწრება . ვიცით , თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დევნილი მოსახლეობის ჩართულობა ანალოგიურ აქტივობებში და ასევე ის თუ , როგორ სჭირდება ჩვენს მოსახლეობას ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ვიმედოვნებთ , რომ კონფერენციამ წარმატებულად ჩაიარა და მისი მონაწილეები მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ყოველდღიურობაში . – განაცხადა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ

.

ზუგდიდის ტექნოპარკში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა

   27–28 ნოემბერს იძულებით  გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის ორგანიზებითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში, სემინარი გაიმართა.

სემინარზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ არსებულ კანონებსა და გენდერული პარამეტრების გათვალისწინებით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვას.

ღონისძიებაში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან, პრესასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მორის შოგირაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარემ სოფიო ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა ფაშალიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ, სამეგრელო ზემო–სვანეთის  რეგიონში  აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ, სამეგრელო ზემო–სვანეთის  რეგიონში  აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, აგრეთვე მიიღეს ინფორმაცია   ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შედეგად მიღწეული პროგრესის შესახებ .

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „ჩვენთის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მიღებული ინფორმაცია.  ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა , რომელიც აწუხებს დევნილ მოსახლეობას. ჩვენთვის საინტერესო იყო ამ თემასთან დაკავშირებული პასუხები“, – განაცხადა სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მარჯაან რაფი ( ადამიანის უსაფრტხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმზღვანელი) და ჰაკან რაპი (რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი).  საუბარი შეეხებოდა ე.წ. ადმინსტრაციულ საზღვარზე და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას .
ალექსანდრე ჩიკვაიძე :- ჩვენი შეხვედრები ხდება პერმანენტულად. ჩამოგვიყალიბდა საქმიანი ურთიერთობა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
ჩვენთვის ასევე პროდუქტიულია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით და შესაბამისად მისი დაფიქსირების შემთხვევაში მიაწვდიან ინფომაციას სათაო ოფისებს.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

   აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეგრელო ზემო – სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი   ალექსანდრე ჩიკვაიძე დაესწრო სხვადასხვა  ღონისძიებებს. სენაკში , თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N 7 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია – „ ერთად ჟღერდეს ჩონგური და აფხიარცა “

საქართველოს პრემიერ – მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია აფხაზური საზოგადოებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აფხაზური ენის პოპულარიზაციისათვის. მე დღეს:– ამ სკოლაში ვნახე თუ , როგორ სიამოვნებთ მოსწავლეებს ენის შესწავლა და თუ , როგორი სერიოზულობით ეკიდებიან ამ საქმეს სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები. დიდი მადლობა ყველას ამ სულისკვეთებისთვის,  დიდი მადლობა მოწვეულ სტუმრებს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ჯუმბერ ლაშქარავას და საკრებულოს წევრს ბატონ ბესიკ ნარმანიას არა მხოლოდ დღეს გამოჩენილი ყურადღებისთვის , არამედ იმ მხარდაჭერისთვის  რომელსაც ისინი მუდმივ რეჟიმში აფიქსირებდნენ დევნილი მოსახლეობის პრობლემების მიმართ. – განაცხადა ღონისძიების დამთავრების შემდეგ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  ალექსანდრე ჩიკვაიძემ. მან ასევე სრული მხარდაჭერა და შემდგომში დახმარება აღუთქვა სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს.