შეხვედრა განმუხურისა და ხურჩის მოსახლეობასთან

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელოს რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განმუხურისა და ხურჩის მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართუელბად რჩება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება და ამ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება- განვითარება.

„განმუხურში და ხურჩაში შევხვდი მოსახლეობას. უახლოეს დღეებში კიდევ ვგეგმავ გასვლას გამყოფი ხაზების სიახლოვეს მდებასრე სოფლებში. ჩემი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი მოსახლეობასთანშეხვედრაა, რომ პირადად მათაგან მოვისმინო რა საჭიროებები აქვთ. ასევე მინდოდა ჩემი თვალით მენახა რა გაკეთდა ამ სოფლებში. როგორც იცით დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი ნაბიჯერი გადაიდგა, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სიციალურ-ეკონომიკურ ყოფას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. მიხარია, რომ მოსახლეობამ დღეს ეს დამიდასტურა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ხურჩაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა გამყოფ ხაზთან მდებარეს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ენგურის ხიდზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და რუხის სავაჭრო ცენტრი დაათვალიერა.
შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემო – სვანეთის რეგიონში ალექსანდრე ჩიკვაიძე.