სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ზუგდიდში მოქმედ აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაესწრნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე ჩიკვაიძე.
ალექსანდრე ჩიკვაიძე : – მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებს , სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში. ეს ყველაზე განსაკუთრებული დღეა მათთვის. თითოეულ მათგანს ვუსურვებ მიეღოთ საუკეთესო ცოდნა და ჰქონდეთ ცხოვრების ულამაზესი წლები.
ჩვენ, მთავრობის თავმჯდომარესთან, ყველა უწყებასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი საზეიმო და ამაღლებული განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ მათ.ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო და ამაღელვებელია დღეს თქვენთან ყოფნა – განაცხადა ჩიკვაიძემ. მან ასევე ისაუბრა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე და აქტუალობაზე.