დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ საინტრესო ღონისძიების მონაწილეები გახდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჟდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გილიგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ა.რ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის მთავრობის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმღღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე დევნილ მოსახლეობას ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში საშემოდგომო სამუშაოების შესრულებაში დაეხმარნენ. ვალერი ბასარია :- ეს იყო სიმინდის დამუშავების ბოლო ეტაპი. ჩვენ დროებით მართვაში გადმოგვეცა 400 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. მართალია ამ წლების განმავლობაში მხოლოდ სიმინდის მოსავალი მოგვყავს, თუმცა ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის კულტურის სხვადასხვა სახეობების მოყვანას. ამ პრეცესს აქვს პოლიტიკური დატვირთვაც. არ გამოვრიცხავთ ენგურსგაღმა მცხოვრებნიც დავასაქმოთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებთაც შეიტანეს თავიანთი წვლილი ამ საქმეში. – განაცხადა ბასარიამ.