27 სექ ტემბერს აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ქ. სენაკში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი. გვირგვინით იქნა შემკობილი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას, გენერალ გენო ადამიას და სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას მემორიალი. „დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირნენ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენიხალხი გმირების თავგანწირვას არასოდეს დაივიწყებს“, -განაცხადა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.