შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

        20 იანვარს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში, ალექსანდრე ჩიკვაიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მიიღო. საუბარი შეეხებოდა ე.წ. ადმინსტრაციულ საზღვარზე არსებულ მდგომარეობას .
ალექსანდრე ჩიკვაიძე :- ჩვენი შეხვედრები ხდება პერმანენტულად. ჩამოგვიყალიბდა საქმიანი ურთიერთობა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
ჩვენთვის ასევე პროდუქტიულია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით და შესაბამისად მისი დაფიქსირების შემთხვევაში მიაწვდიან ინფომაციას სათაო ოფისებს.