სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით ხანძრის შედეგად დაზიანებული კომპაქტური ჩასახლების ჭერი და სახურავი შეკეთდა

15 თებერვალს, სოფელ რუხში არსებულ კომპაქტური ჩასახლების ობიექტ „საჭკადუოს სკოლაში” – აფხაზეთიდან დევნილი კორსანტიების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ჭერში გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაიწვა ერთი ოთახი. სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოახერხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით კორსანტიების საცხოვრებელი ფართის ჭერი და სახურავი ოპერატიულად შეკეთდა.