თვე: თვე

ზუგდიდში მაჯორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას შეხვედრა საზოგადოებასთან.

2017 წლის  31 ივლისს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ  საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე მიწვეულები იყვენენ სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აპარატის უფროსი ბატონი ბესიკ გეგია და ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი მედეა აბლოთია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  რიგითი მოქალაქეები საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან ერთად ყურადრება გამახვილდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე,  დევნილებთან მიმართებაში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გაიმართა საინორმაციო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდიში.

2017 წლის 27 ივლისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო – ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ : საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმო–მადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში, ევროკავშირის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრაზე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელმა ბატონმა ზვიად ზვიადაძემ ისაუბრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლ–მსაჯულების წინაშე წარდგენა. ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეფაქტო აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის და ოკუპანტების მიერ ახალი რეგულაციების დაწესების საკითხები, ბინადრობის მოწმობის და ფორმა N9 მიღების აუცილებლობა, რათა შეძლოს საქრთველოს მოქალაქემ ოკუპირებული ხაზის გადაკვეთა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის მეორე ნაწილი თემატურ დისკუსიას დაეთმო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის შეხვედრა დევნილებთან

2017 წლის 24 ივლისს სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ზუგდიდში , იპოდრომის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და საინფორმაციო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ჩასახლებას დიდი ხანია აქვს წყლის მიწოდების პრობლემა. ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნულ ჩასახლებაში ეს პრობლემა მოგვარდა. ამასთან ერთად მოწესრიგდება კოლექტიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. ეზოს შემოკავებისთვის საჭირო სახსრებს წარმომადგელობის ბიუჯეთის პარალელურად გაიღებს ასოციაცია „ იმედი „ – დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“- (People In Need) პროექტის ფარგლებში. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აფხაზეთის მკვირდრთ მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორციელებენ აფხაზეთის ა.რ. მთავრობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა. დევნილებმა აღნიშნეს , რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციები და დააფიქსირეს მადლიერება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

2017 წლის 17 ივლისს აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში შედგა გასვლითი სამუშაო შეხვედრა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებთან დავით მიქავა ,გიორგი ბულიკერია და წამომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს გიორგი კოკაიასთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკი მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარების მიზნით. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ბინათმესაკუთრე ამხანაგობის ჩამოყალიბებაში დახმარების გზები. წარმომადგენლობაში არსებული კომისიების მუსაობის წესი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძესგან მოისმინეს 6 – თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში !!!