გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გაიმართა საინორმაციო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდიში.

2017 წლის 27 ივლისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო – ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ : საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმო–მადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში, ევროკავშირის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრაზე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელმა ბატონმა ზვიად ზვიადაძემ ისაუბრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლ–მსაჯულების წინაშე წარდგენა. ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეფაქტო აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის და ოკუპანტების მიერ ახალი რეგულაციების დაწესების საკითხები, ბინადრობის მოწმობის და ფორმა N9 მიღების აუცილებლობა, რათა შეძლოს საქრთველოს მოქალაქემ ოკუპირებული ხაზის გადაკვეთა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის მეორე ნაწილი თემატურ დისკუსიას დაეთმო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.