სამუშაო შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტში.

  2017-წლის 2 აგვისტოს სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამგებლის პირველ მოადგილესთან ქალბატონ ნელი ნავერიანთან.   შეხვედრაზე ისაუბრეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარების გზებზე, განხორციელებულ და განსახორციელებელ სამუშაოებზე, ასევე  უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებზე. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის 12 და 13 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება და საჭიროებისამებრ მედიკამენტების გადაცემა აფხაზეთიდან დევნილებისათვის.

მოგვიანებით გაიმართა  საინფორმაციო შეხვედრა მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან, სადაც დევნილებმა აღნიშნეს , რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციები და დააფიქსირეს მადლიერება ყოველივე ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე.