სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

       2017 წლის  3 აგვისტოს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია  ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის ‘‘ –LDC ,, CHARTY ‘‘ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამეგრელო-ზემო  სვანეთის რეგიონში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

     სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე დევნილ ბენეფიციარებს ეტლები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თენგიზ კვირტიამ, სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირმა ბერაიამ, სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა აბლოთიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა. აქცია განხორციელდა ფოთში,ხობში, ჩხოროწყუში, ჯვარსა და ზუგდიდში. ბენეფიციარებმა კმაყოფილება გამოთქვეს. ერთერთი ბენეფიციარის დედამ დ.ჭკადუამ ცრემლნარევი სიტყვებით მადლობა გადაუხადა სტუმრებს: ,,უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია“საქართველოს ქალები მშვიდობისა სიცოცხლისათვის“ მიმართ, ჩემს შვილს ლუკას დღემდე არ ჰქონია ეტლი, დღეს კი თქვენი წყალობით, უფრო ხალისიანი გახდა და თავის თანატოლებთან ერთად ეზოში გასეირნების სურვილი გაუჩნდა ‘‘

   სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ამ აქციის ფარგლებში ოცზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მსგავსი ეტლი.      აქციები გრძელდება.ის მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველთვიურად მიმდინარეობს.