სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობაში

   2017 წლის 11 აგვისტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე თეიმურაზ მჟავია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი გასვიანი, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე ჯემალ ლეთოდიანი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  ვახტანგ ჯგუბურია. შეხვედრა შედგა წარმომადგენლობის ოფისში, სადაც ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი  პაპუნა ხუბულავა,  ,,რომელიც ასევე წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას“  არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ასოციაცია იმედი’’ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელი ქალბატონი ქრისტინე კილანავა.

   შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბინათ-მესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების პროცესში დევნილთა ინფორმირებულობაზე  და  ხელშეწყობაზე, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრის დარსრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ჩასახლებულ დევნილებთან. ასევე მოინახულეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობა სადაც მიმდინარეობს კოლხური ბზის ნერგების გამოყვანა.