აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

2017  წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ძაბუკი ჯობავას და სვეტლანა გერზმავას ოჯახში, რომელთა შვილები ლუხუმ და ბადრი ჯობავა და თამაზ ციკოლია ტრაგიკულად დაიღუპნენ აფხაზეთის ომში.
    ალექსანდრე ჩიკვაიძემ მიუსამძიმრა ომში დაღუპულთა დედებს საუბრისას განაცხადა, რომ ,,ჩვენი ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ. ამიტომაც, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ომის საზარელი დღეები და ის ბიჭები რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და კეთილ-დღეობისათვის“.