დევნილი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ექვსწლამდე ასაკის თხუთმეტი ბავშვი 10 დღით დაისვენებს დაბა სურამში.

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის  ალექსანდრე ჩიკვაიძის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ლაშა გოგიას თანამონაწილეობითა და მხარდაჭერით დაფინანსებული იქნა  ზუგდიდში საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, ხშირად მოავადე ექვსწლამდე ასაკის თხუთმეტი ბავშვის (დედასთან ) ტრანსპორტირება დაბა სურამში ,,გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო ბანაკში“  . სადაც ისისნი 10 დღის განმავლობაში გაივლიან  რეაბილიტაციის კურსს. ბავშვები მშობლებთან ერთად დღეს 15 აგვისტოს გაემგზავრნენ 11:30 საათზე

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ასოციაცია ,, იმედი ‘‘ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ  ქრისტინე კილანავა.