ზუგდიდში ჯანაშიას 2-ში უგზო-უკვლოდ დაკრგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებ გაიმართა

       2017 წლის 30 აგვისტოს  სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდში ჯანაშიას  ქ N2–ში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან, სადაც კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ აფხაზეთის ომში დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები, გაუჩინარებულთა ძებნაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ გასულ წელს დამზადებულ მონუმენტთან, სახელწოდებით „არ დამივიწყო“, სანთლები აანთეს და გვირგვინები მიიტანეს.

30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.