თვე: თვე

27 სექტემბერი. სოხუმის დაცემის დღე

                                     27  სექ ტემბერს სიხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და   წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ქ. სენაკში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი. გვირგვინით იქნა შემკობილი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას, გენერალ გენო ადამიას და სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას მემორიალი. „დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირნენ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენი ხალხი გმირების თავგანწირვას არასოდეს დაივიწყებს“, -განაცხადა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

  

 

5 ოქტომბერი.აფხაზეთში გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

2017 წლის 5 ოქტომბერს აღინიშნება აფხაზეთში განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.    5 ოქტომბრის გენოციდის დღედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 24 ივნისს მიიღო. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართება დედაქალაქსა და რეგიონებში. სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში ფუნქციონირეებად აფხაზეთის საჯარო სკოლებში, ჩატარდება ღია  გაკვეთილი თემაზე: ,,აფხაზეთში ქართველებზე განხორციელებული ეთნოწმენდა და გენოციდი“.  გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივმისაგებად სამეგრელოში ასევე გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

  1. ქ.სენაკი ,,იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში” 10:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  2. ხობი ,,წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში”  11:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  3. ქ.ფოთი ,,მარიამ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში” 11:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  4. ქ.ზუგდიდი ,,ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში” 12:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  5. ქ.ჯვარი ,,ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარში” 14:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.

გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს

სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს
.

სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლების შეხვედრა დევნილებთან

  2017 წლის 12 სექტემბერს სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებინად იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს აჭარა, სამეგრელო ზემო–სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფ ინგირში. შეხვედრა გაიმართა ყოფილი სკოლა ინტერნატის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან, სადაც გაესაუბრნენ და მოისმინეს მათი პრობლემები.

აღასანიშნავია რომ უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშლული კომპაქტური ობიექტის გაზიფიცირება. ამასთან დაკავშირებით ჩასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა ადგილზე შეავსეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სპეციალური განაცხადის ფორმები.

ალექსანდრე ჩიკვაიძემ დაზარალებული ზაზა ლიპარტიას საცხოვრებელი ბინა მოინახულა

  მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, გაჩენილი ხანძრის შედეგად  აფხაზეთიდან დევნილი I-ჯგუფის ინვალიდისა და აფხაზეთის ომის ვეტერანის ზაზა ლიპარტიას საცხოვრებელი ბინა დაზარალდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე თანამშრომლებთან ერთად აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა. მან ადგილზე შეისწავლა იქ არსებული მდგომარეობა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევას დაჰპირდა.