სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლების შეხვედრა დევნილებთან

  2017 წლის 12 სექტემბერს სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებინად იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს აჭარა, სამეგრელო ზემო–სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფ ინგირში. შეხვედრა გაიმართა ყოფილი სკოლა ინტერნატის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან, სადაც გაესაუბრნენ და მოისმინეს მათი პრობლემები.

აღასანიშნავია რომ უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშლული კომპაქტური ობიექტის გაზიფიცირება. ამასთან დაკავშირებით ჩასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა ადგილზე შეავსეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სპეციალური განაცხადის ფორმები.