27 სექტემბერი. სოხუმის დაცემის დღე

                                     27  სექ ტემბერს სიხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და   წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ქ. სენაკში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი. გვირგვინით იქნა შემკობილი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას, გენერალ გენო ადამიას და სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას მემორიალი. „დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირნენ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენი ხალხი გმირების თავგანწირვას არასოდეს დაივიწყებს“, -განაცხადა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.