5 ოქტომბერი.აფხაზეთში გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

2017 წლის 5 ოქტომბერს აღინიშნება აფხაზეთში განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.    5 ოქტომბრის გენოციდის დღედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 24 ივნისს მიიღო. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართება დედაქალაქსა და რეგიონებში. სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში ფუნქციონირეებად აფხაზეთის საჯარო სკოლებში, ჩატარდება ღია  გაკვეთილი თემაზე: ,,აფხაზეთში ქართველებზე განხორციელებული ეთნოწმენდა და გენოციდი“.  გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივმისაგებად სამეგრელოში ასევე გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

  1. ქ.სენაკი ,,იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში” 10:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  2. ხობი ,,წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში”  11:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  3. ქ.ფოთი ,,მარიამ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში” 11:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  4. ქ.ზუგდიდი ,,ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში” 12:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.
  5. ქ.ჯვარი ,,ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარში” 14:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი.