თვე: თვე

ზუგდიდის ტექნოპარკში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა

   27–28 ნოემბერს იძულებით  გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის ორგანიზებითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში, სემინარი გაიმართა.

სემინარზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ არსებულ კანონებსა და გენდერული პარამეტრების გათვალისწინებით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვას.

ღონისძიებაში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან, პრესასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მორის შოგირაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარემ სოფიო ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა ფაშალიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ, სამეგრელო ზემო–სვანეთის  რეგიონში  აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ, სამეგრელო ზემო–სვანეთის  რეგიონში  აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, აგრეთვე მიიღეს ინფორმაცია   ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შედეგად მიღწეული პროგრესის შესახებ .

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „ჩვენთის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მიღებული ინფორმაცია.  ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა , რომელიც აწუხებს დევნილ მოსახლეობას. ჩვენთვის საინტერესო იყო ამ თემასთან დაკავშირებული პასუხები“, – განაცხადა სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მარჯაან რაფი ( ადამიანის უსაფრტხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმზღვანელი) და ჰაკან რაპი (რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი).  საუბარი შეეხებოდა ე.წ. ადმინსტრაციულ საზღვარზე და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას .
ალექსანდრე ჩიკვაიძე :- ჩვენი შეხვედრები ხდება პერმანენტულად. ჩამოგვიყალიბდა საქმიანი ურთიერთობა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
ჩვენთვის ასევე პროდუქტიულია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით და შესაბამისად მისი დაფიქსირების შემთხვევაში მიაწვდიან ინფომაციას სათაო ოფისებს.