ქობულეთში დევნილი მოზარდების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდა

 სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დევნილი მოზარდები და მათი მშობლები გააცილა. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა ქალაქ ქობულეთში 1-3 დეკემბერს. :- ორგანიზაცია „ გლოუ საქართველო“ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ დედების და ქალიშვილების კონფერენცია“, რომელიც გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 13 -16 წლის ასაკის გოგონებისთვის და მათი დედებისთვის. ჩვენი უწყების მიერ მოძიებულ იქნა მონაწილეები და ვუზრუნველყავით მათი დასწრება . ვიცით , თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დევნილი მოსახლეობის ჩართულობა ანალოგიურ აქტივობებში და ასევე ის თუ , როგორ სჭირდება ჩვენს მოსახლეობას ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ვიმედოვნებთ , რომ კონფერენციამ წარმატებულად ჩაიარა და მისი მონაწილეები მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ყოველდღიურობაში . – განაცხადა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ

.