ზუგდიდში სახალხო დამცველის ოფისში პროექტის პრეზენტაცია შედგა.


ზუგდიდში, სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია ,სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, არასამთავრობო სექტორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

2018 წლიდან ზუგდიდში წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ახალი პროექტი ამუშავდება. ასოციაცია „ქსენონი“ აფართოვებს სამიზნე ჯგუფს და გაეროს ფინანსური მხარდაჭერით წამების მსხვერპლებს გაუწევს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას. პროექტის დეტალების შესახებ ასოციაციის თანამშრომლებმა ინფორმაცია მიაწოდეს მოწვეულ სტუმრებს. „ქსენონის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანაშიას განცხადებით, სწორედ მათი დახმარებით და მათთან თანამშრომლობით გაეწევა ბენეფიციარებს დახმარება

:- ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი, ვინაიდან ძალიან ხშირია მომართვიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარებისგან. პრობლემის ინდენთიფირების შემდეგ ჩვენ ვახდენთ გადამისამართებას შესაბამის სექტორებში. არაღიარებულ ტერიტორიაზე ურთულესია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მოქალაქეებში არ არის უსაფრთხოების განცდა და შესაბამისად აუცილებელია მათი დახმარება. დიდი მადლობა თქვენ ანალოგიურ პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობისთვის – განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.