დიმიტრი ჯაიანი – კაცი , რომელიც დააკლდა აფხაზეთს….


სოხუმი გვახსენდება იმ ქალაქად , სადაც იყო განსაკუთრებული ურთიერთობები, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებოდნენ და სადაც ყველა ყველას ახლობელ – ნაცნობი იყო. თითოეულ ჩვენთაგანს კარგად გვახსოვს თუ როგორ უნდა დაგვეცვა ქალაქის წესები , თუ როგორ უნდა გვეცა პატივი დაწერილი თუ დაუწერელი კანონებისთვის. ბატონი დიმა იყო ის ადამიანი , რომელიც გახლდათ ამ ქალაქის , ამ კუთხის კოლორიტი . ქარიზმატული პიროვნება , ეროვნული ღირსებებით, თეატრში განსაკუთრებული და სახასიათო როლებით. არც ერთი პოლიტიკურ კატაკლიზმას არ ჩაუვლია მისი აქტივობის გარეშე იქ -აფხაზეთში და აქ – დევნილობაში. ამიტომ გვინდა განასკუთრებული პატივისცემა დავაფიქსიროთ მისი პიროვნების და განვლილი გზის მიმართ, მივუსამძიმროთ ოჯახს, მშობლიურ სენაკს, აფხაზეთს და სრულიად საქართველოს. ბატონი დიმა კი იქიდანაც ალბათ ასე გამოგვეხმაურება … ნუ დამიტირებთ ზეცის გოდებით . ცრემლები უკვე თავის კვალს კარგავს. ჩემი უდროოდ გარდაცვალება, ამ ქვეყნად უკვდავ ფერებად მქარგავს.