თვე: თვე

პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ გახსნა

 2018 წლის 30 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში  დევნილთა ჩასახლებაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის მიმდებარე ტერიტორია) ავსტრიის სპორტის სამინისტროს,ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ზუგდიდის მუნი-ციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით  გაიხსნა საფეხბურთო მოედანი და ბავშვთა ატრაქციონი.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ  მთავრობის წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიის,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნიის აპარატის თანამშრომლები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მადლობა გადაუხადა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და ღონისძიების ჩატარებაში. ხაზი გაუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის.შესაბამისად, ბავშვების სპორ-ტულ აქტივობებში ჩართვა ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას,შფოთვის დაძლევას, თვითგამოხატვისა და სხვა სოციალური უნარების განვითარებას.

  შედგა   საფეხბურთო მატჩი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლისა და სოფ. ინგირის მე- 2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს შორის. მატჩი დამთავრდა აფხაზეთის №1  საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით.მათ თასი გადასცა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

თამაშის შემდეგ ჩატარდა მხიარული სტარტები. სპორტული ჟინი გადაედო ყველას, დიდსა და პატარას.

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილე

 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილე ზუგდიდში განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა. სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ჩართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა  აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად, წარმომადგენლობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილ  ნუგზარ შოგირაძეს გამოეყო ცალკე პავილიონი, სადაც მან გამოფინა თავისი ნამუშევრები (ხალხური საკრავები ,,ფანდური, ჩონგური და ბასფანდური“ ასევე სხვადასხვა სახის ხის ნაკეთობები).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზვიად გასახურდიას გამზირზე განლაგებული სივრცეები დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს 26 მაისი მიულოცეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.

    სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. ასევე მელიტონ ქანთარიასა და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადენლობის ორგანიზებითა და შ.პ.ს „ევრობილდის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.