სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.

    სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. ასევე მელიტონ ქანთარიასა და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადენლობის ორგანიზებითა და შ.პ.ს „ევრობილდის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.