დღე: ივნისი 26, 2018

საფეხბურთო ტურნირი ახალ ჩასახლებაში

 სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინიციატივით , 25-26 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში დევნილთა ახალ ჩასახლებაში ( ლაღიძის # 4 ) საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება ორდღიანი იყო და წრიული სისტემით ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 60 მდე მოზარდმა. პრიზები დააწესეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა. საჩუქრები შესაბამისად გადაეცათ ტურნირის ბომბარდირს გიორგი სირგინავას და გამარჯებული გუნდის – „დიოსქურიას „ კაპიტანს. ტურნირის მონაწილეები და მათი მშობლები მადლიერებას გამოხატავენ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაში. შეჯიბრებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მინიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომშიც გეგმავენ დევნილი ახლგაზრდების მხარდაჭერას და ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად აქტივობების განხორციელებას.