თვე: თვე

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე.

2018 წლის 30 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი,

წარმომადგენლობის თანამშრომლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახთა კომიტეტის, ფონდი ,,მოლოდინი“-ს, ასოციაცია ,,ქსენონი“-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალის მიმდებარედ შეიკრიბნენ და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს პატივი მიაგეს. დღესვე, მათ პატივსაცემად პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდიან.
დაკარგულთა ოჯახის წევრებს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის წევრები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები მასპინძლობენ. ამ დღის აღნიშვნის მიზანი, დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერაა.

            

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ.

„საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და გალის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და სხვა არსებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.