სამუშაო შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტში.

  2017-წლის 2 აგვისტოს სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამგებლის პირველ მოადგილესთან ქალბატონ ნელი ნავერიანთან.   შეხვედრაზე ისაუბრეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარების გზებზე, განხორციელებულ და განსახორციელებელ სამუშაოებზე, ასევე  უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებზე. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის 12 და 13 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება და საჭიროებისამებრ მედიკამენტების გადაცემა აფხაზეთიდან დევნილებისათვის.

მოგვიანებით გაიმართა  საინფორმაციო შეხვედრა მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან, სადაც დევნილებმა აღნიშნეს , რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციები და დააფიქსირეს მადლიერება ყოველივე ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე.

ზუგდიდში მაჯორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას შეხვედრა საზოგადოებასთან.

2017 წლის  31 ივლისს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ  საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე მიწვეულები იყვენენ სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აპარატის უფროსი ბატონი ბესიკ გეგია და ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი მედეა აბლოთია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  რიგითი მოქალაქეები საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან ერთად ყურადრება გამახვილდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე,  დევნილებთან მიმართებაში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გაიმართა საინორმაციო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდიში.

2017 წლის 27 ივლისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო – ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ : საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმო–მადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში, ევროკავშირის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრაზე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელმა ბატონმა ზვიად ზვიადაძემ ისაუბრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლ–მსაჯულების წინაშე წარდგენა. ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეფაქტო აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის და ოკუპანტების მიერ ახალი რეგულაციების დაწესების საკითხები, ბინადრობის მოწმობის და ფორმა N9 მიღების აუცილებლობა, რათა შეძლოს საქრთველოს მოქალაქემ ოკუპირებული ხაზის გადაკვეთა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის მეორე ნაწილი თემატურ დისკუსიას დაეთმო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის შეხვედრა დევნილებთან

2017 წლის 24 ივლისს სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ზუგდიდში , იპოდრომის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და საინფორმაციო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ჩასახლებას დიდი ხანია აქვს წყლის მიწოდების პრობლემა. ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნულ ჩასახლებაში ეს პრობლემა მოგვარდა. ამასთან ერთად მოწესრიგდება კოლექტიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. ეზოს შემოკავებისთვის საჭირო სახსრებს წარმომადგელობის ბიუჯეთის პარალელურად გაიღებს ასოციაცია „ იმედი „ – დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“- (People In Need) პროექტის ფარგლებში. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აფხაზეთის მკვირდრთ მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორციელებენ აფხაზეთის ა.რ. მთავრობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა. დევნილებმა აღნიშნეს , რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციები და დააფიქსირეს მადლიერება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

2017 წლის 17 ივლისს აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში შედგა გასვლითი სამუშაო შეხვედრა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებთან დავით მიქავა ,გიორგი ბულიკერია და წამომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს გიორგი კოკაიასთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკი მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარების მიზნით. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ბინათმესაკუთრე ამხანაგობის ჩამოყალიბებაში დახმარების გზები. წარმომადგენლობაში არსებული კომისიების მუსაობის წესი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძესგან მოისმინეს 6 – თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში !!!

,,მოდი ღამე მუზეუმში”

27 მაისს ქალაქ ზუგდიდში დადიანების სასახლეში გამოფენა „ზღვასთან ახლოს“ მოეწყო.
„ექსპონატი არის ისტორიული მეხსიერების წყარო, რომელიც მართლა არაფრის დავიწყების საშუალებას არ იძლევა, თუ მას გააცოცხლებ. ჩვენ დღეს აფხაზეთი გავაცოცხლეთ“, – გვითხრა ზუგდიდის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ნანა ფიფიამ. მისივე თქმით, გამოფენაზე, რომელიც ისტორიულ მეხსიერებასთან შერიგების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, წარმოდგენილია მუზეუმის ისტორიის ფონდში დაცული მე-20 საუკუნის აფხაზეთის ხედების და საზოგადო მოღვაწეთა ფოტოები. მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს მუზეუმში შესვლა უფასოდ შეეძლო.

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით ხანძრის შედეგად დაზიანებული კომპაქტური ჩასახლების ჭერი და სახურავი შეკეთდა

15 თებერვალს, სოფელ რუხში არსებულ კომპაქტური ჩასახლების ობიექტ „საჭკადუოს სკოლაში” – აფხაზეთიდან დევნილი კორსანტიების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ჭერში გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაიწვა ერთი ოთახი. სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოახერხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით კორსანტიების საცხოვრებელი ფართის ჭერი და სახურავი ოპერატიულად შეკეთდა.

მერაბ ქვარაია და ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მოშიმშილე დევნილებს შეხვდნენ

ზუგდიდში რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მოშიმშილე დევნილებს დღეს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდნენ, გაეცნენ მათ პრობლემებს და აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდნენ.

ერთ-ერთმა მოშიმშილემ, დევნილმა ტარიელ ქობალიამ, რომელიც მეცამეტე დღეა შიმშილობს, დღეს დილით მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროს წინ დაიწვავდა თავს. მისი თქმით, ის იძულებულია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს. მისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ორმა დევნილმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.

მერაბ ქვარაიას შუამდგომლობით უახლოეს მომავალში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოყოფილი იქნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მოშიმშილეების პრეტენზიებს იმისათვის , რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და უსამართლობის განცდა.

ცნობისათვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა 5 დევნილმა , ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო შიმშილობა.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე კოლექტიურ ცენტრში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

სოფელ ახალაბასთუმნის კოლექტიურ ცენტრში განსახლებულ დევნილებს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდა.

მათ ისაუბრეს ჩასახლებაში არსებულ პრობლემებზე, სამშენებლო ხარვეზებსა და მის გადაჭრის გზებზე.

ალექსანდრე ჩიკვაიძე საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროექტის ფარგლებში დევნილებს დაპირდა პრობლემების აღმოფხრვას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ პროექტს უკვე ორი წელია ახორციელებს.

ჰუმანიტარული აქცია

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე ჩიკვაიძე პერიოდულად ეხმარება რეგიონში განსახლებულ უნარშეზღუდულ მოზარდებს და მათ ოჯახებს. გიგა მათ შორის ერთ- ერთია, რომელსაც, ამ ჯერზე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიზნით მაკდონალდში სტუმრობა ხვდა წილად. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მომავალშიც გეგმავს ანალოგიური ტიპის აქციებს.